Thursday, March 28, 2019

რა თანხა დახარჯა შსს-მ ნარკოტესტის მოწყობილობებზე და როგორ შეამოწმებენ მძღოლებს

2019 წლის 1 აპ­რი­ლი­დან კა­ნონპ­რო­ექ­ტში შე­დის ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყო­ფი მძღო­ლის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბის მიერ ე.წ. ნერ­წყვის ტეს­ტე­ბით მძღო­ლე­ბის სხვა­დას­ხვა ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე შე­მოწ­მე­ბა მოხ­დე­ბა. ამ მიზ­ნით, პორ­ტა­ტუ­ლი ნარ­კო­ტეს­ტე­რე­ბის, ნარ­კო­ტეს­ტე­რის შე­სა­ნა­ხი სპე­ცი­ა­ლუ­რი ყუ­თე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ბეჭ­დი ხელ­სა­წყო­ე­ბის შე­სა­ძე­ნად შს სა­მი­ნის­ტრომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უკვე გა­ა­ფორ­მა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 550 000 ლარი, ხოლო ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია „სო­ლე­მარ­ტი“ გახ­და.
.

კერ­ძოდ, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, შს სა­მი­ნის­ტრო Securetec-ის ფირ­მის (მწარ­მო­ე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა - გერ­მა­ნია) 10 ათას ცალ პორ­ტა­ტულ ნარ­კო­ტეს­ტერს შე­ი­ძენს, რო­მელ­თა სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 540 000 ლა­რია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტეს­ტე­რე­ბი ნერ­წყვის სა­შუ­ა­ლე­ბით ად­გენს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შემ­დე­გი კომ­პო­ნენ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბას: მა­რი­ხუ­ა­ნა, ჰა­ში­ში, ამ­ფე­ტა­მი­ნე­ბი, ამ­ფე­ტა­მი­ნი და მე­ტან­მე­ტა­მი­ნი; კო­კა­ი­ნი; ოპი­ა­ტე­ბი (მორ­ფი, ჰე­რო­ი­ნი).ტეს­ტი­რე­ბის დრო 5 წუ­თია, სა­ჭი­რო ნერ­წყვის რა­ო­დე­ნო­ბა 5 მიკ­რო­ლიტ­რი; ნერ­წვის შეგ­რო­ვე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო დრო კი 3 წა­მია.
„რე­ზულ­ტა­ტი იკი­თხე­ბა და­მა­ტე­ბი­თი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გა­რე­შე; სინ­ჯის ბა­ლიშს აქვს ინ­დი­კა­ტო­რი და მას­ზე საკ­მა­რი­სი ნერ­წყვის მო­თავ­სე­ბი­სას ვი­ზუ­ა­ლუ­რი ჩვე­ნე­ბის­თვის იც­ვლის ფერს - წით­ლი­დან ყვი­თელ­ში; რე­ზულ­ტა­ტი ასა­ხავს პო­ზი­ტი­ურ შე­დეგს (და არა ნე­გა­ტი­ურს) წი­თე­ლი ფე­რის შე­ფე­რი­ლო­ბის ხა­ზით. მა­რი­ხუ­ა­ნას შემ­თხვე­ვა­ში ტეს­ტი ავ­ლენს ყვე­ლა იმ შემ­თხვე­ვას, როცა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მი­ღე­ბა მოხ­და 8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში
ტესტი ავლენს ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალების უმნიშვნელო კვალსაც კი,“-აღნიშნულია ხელშეკრულებაში.
ამავე ხელშეკრულებით, შს სამინისტრო ყიდულობს Securetec-ის ფირმის 5 ცალ სპეციალურ საბეჭდ ხელსაწყოს და Giostyle-ს ფირმის (მწარმოებელი ქვეყანა - იტალია) 100 ცალ ნარკოტესტერის შესანახ სპეციალურ ყუთს.
გარდა ამისა, შს სამინისტრომ თანხმობა მიიღო ნერწყვის ნიმუშის ასაღები კონტეინერების, ინსტრუმენტული ტოქსიკოლოგიური ანალიზის ჩასატარებლად საჭირო ქიმიური რეაქტივებისა და საექსტრაქციო კარტრიჯების გამარტივებული წესით შესყიდვაზეც. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 32 528 ლარია.
მათ შორის შესყიდვის ობიექტებს წარმოადგენს:
  • ნერწყვის შესაგროვების და შენახვის 1 000 ცალი კონტეინერი;
  • მყარფაზიანი ექსტრაქციის 300 ცალი კარტრიჯი 691-0353T, SPEWare;
  • მყარფაზიანი ექსტრაქციის 300 ცალი კარტრიჯი Tubes, Versaplate-Plexa Das, 30Mg;
  • მყარფაზიანი ექსტრაქციის 300 ცალი Strata X-Drug B 30mg კარტრიჯი;
  • ამონიუმის ფორმიატი ≥95 %, ექსტრა სისუფთავის 1 კგ;
  • ამონიუმის აცეტატი ≥96 %, ექსტრა სისუფთავის 1 კგ;
  • ამონიუმის აცეტატი ≥98.5%, ექსტრა სისუფთავის 1 კგ.
შეგახსენებთ, რომ 1-ლი აპრილიდან მძღოლის ნარკოლოგიურ ცენტრში გადაყვანა საჭირო აღარ იქნება და პატრულ-ინსპექტორი მძღოლებს ადგილზევე შეამოწმებს. ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალებების მართვა კი სისხლის სამართლის წესით დაისჯება.
bpn.ge

No comments:

Post a Comment