Friday, March 29, 2019

რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ

რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ. ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები დილიდან აღარ მოძრაობენ. მძღოლებმა განაცხადეს, რომ კომპანიამ მათ ყოველდღიურად შესატანი თანხა გაუზარდა.
Imedinews-ს კომპანია "ინტერტრანსში" განუცხადეს, რომ მათ მძღოლებისთვის ყოველდღიური გადასახდი არ გაუზრდიათ, მძღოლები კი მგზავრობის საფასურის გაზრდას ითხოვენ. 
"შეიძლება ითქვას, რომ ისინი ულტიმატუმის ენაზე გვესაუბრებიან და აცხადებენ, რომ თუ არ გაიზრდება მგზავრობის საფასური, არ გადაიხდიან დღიურ ნორმირებულ გადასახადს. კომპანია დათმობაზე წასვლას არ აპირებს", - აღნიშნა კომპანია "ინტერტრანსის" წარმომადგენელმა სოფო ცერცვაძემ
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment