Tuesday, March 26, 2019

გაიცანით ყველაზე პოპულარული წერილის ავტორი, გენერლობაზე მეოცნებე ლუკა ტოროშელიძე

საჩხერის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლის, ლუკა ტოროშელიძის მიერ დაწერილმა თემამ, სათაურით - „ჩემი პროფესია“, სადაც ის გენერლობაზე ოცნებობს და რუსების წინააღმდეგ ჯარისკაცების მომზადებას გვპირდება, მთელი სოციალური ქსელები მოიარა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საჩხერის პირველმა საჯარო სკოლამ ლუკას ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა:

„ერთი პატარა ბიჭის ოცნებამ უცებ აღაფრთოვანა საქართველო. ახლა უფრო ახლოს მინდა გაიცნოთ ლუკა ტოროშელიძე. იგი აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეა. 9 წლის 21 სექტემბერს გახდა. დედას საგანგებოდ გაამზადებინა ტორტი ,,გენერალი” – ასეთი 
მინდა მარიამი იქნება. მისი სოფელი საჩხერის რაიონში საზღვრისპირა პერევია, სადაც მუდმივად დგანან ხიდს აქეთ ქართველი მესაზღვრეები და ხიდს იქით – რუსები. ლუკას დედა ამბობს, რომ იგი ცდილობს გაიგოს როგორ ცხოვრობენ ჯარისკაცები, დედას ბოდიშს უხდის და სთხოვს, რომ არ ინერვიულოს, რადგან თვლის, რომ ის ქვეყანას სჭირდება და თავი უნდა გაწიროს.

უფალო, უმრავლე საქართველოს ასეთი სულის ვაჟკაცები. ნუ დააჭირვებ ქვეყანას ომს და ბრძოლას!

მშვიდობიან, ღვთისგან დალოცვილ საქართველოში გეცხოვროს, ლუკა!“
reitingi.ambebi.ge

წარწერით. დარწმუნებულია, რომ ღვთისმშობლობას დაბადებულის მფარველი 

No comments:

Post a Comment