Tuesday, March 26, 2019

ალჟირის გენშტაბი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს

ალჟირის გენერალური შტაბის უფროსი ქვეყნის პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. გენშტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, ის მოითხოვს, რომ პრეზიდენტი დაკისრებული უფლებამოსილების შესრულების კუთხით უუნაროდ გამოცხადდეს, მიზეზად კი ქვეყანაში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ასახელებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"ჩვენ ამ კრიზისიდან გამოსვლის გზა აუცილებლად უნდა ვიპოვოთ, ეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში უნდა მოხდეს", - განაცხადა აჰმედ გაიდ სალაჰმა, ალჟირის სახალხო არმიის ხელმძღვანელმა. 
ბუტეფლიკა ალჟირს 20 წელია მართავს, ალჟირის პრეზიდენტის პოსტი მან 1999 წელს დაიკავა. ის მეხუთედ აპირებდა პრეზიდენტის პოსტზე კენჭის ყრას, თუმცა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რის გამოც მან ამ გადაწყვეტილებაზე უარი თქვა. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment