Friday, March 29, 2019

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მუზეუმების სია გამოქვეყნდა

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მუზეუმების სიაში "ლუვრი" ლიდერობს. ინფორმაციას Art Newspaper-ი ავრცელებს. შარშან პარიზის სახელგანთქმულ მუზეუმს ათ მილიონზე მეტი მნახველი ჰყავდა. 
გამოცემის აზრით, "ლუვრის" პოპულარობის ერთ-ერთ მიზეზად, მუზეუმში ჯეი-ზის და ბიონსეს კლიპის გადაღებაც სახელდება. სიის მეორე ადგილს ჩინეთის ნაციონალური მუზეუმი, მესამეს კი ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმი იკავებს. 
ხუთეულში ვატიკანის მუზეუმი და ლონდონში, თანამედროვე ხელოვნების გალერეა "ტეიტიც" მოხვდნენ. ათეულში ლონდონის ნაციონალური გალერეა, ვაშინგტონის ნაციონალური გალერეა, ერმიტაჟი და ლონდონის ვიქტორია და ალბერტის მუზეუმიც არიან.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment