Sunday, March 24, 2019

Marca - ზიდანი მიზანს მიაღწევს

მარკა“ იუწყება, რომ ყველაფერი იქით მიდის, საითაც უნდა მიდიოდეს იმისათვის, რომ კილიან მბაპემ „რეალის“ მაისური მოირგოს...

პრეზიდენტი პერესი, მთავარი მწვრთნელი, დირექტორთა საბჭო და ქომაგების აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ კილიან მბაპეს ტრანსფერი ძალიან მნიშვნელოვანია და შეთანხმების შემთხვევაში „ბლანკოსის“ რიგებში ოქროს ბურთის მომავალი მფლობელი ჩაირიცხება.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ თავად მბაპე სამეფო კლუბის ქომაგია და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

ფლორენტინო პერესი უკან არაფერზე დაიხევს და ყველაფერს გააკეთებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მბაპეს დასამატებლად.

პრეზიდენტს დირექტორთა საბჭოსგან სრული მხარდაჭერა აქვს და არ არის გამორიცხული, ყველასთვის აფსურდული 300 მილიონი ევრო რეალობაც იქცეს და მბაპემ ყველა დროის სატრანსფერო რეკორდი დაამყაროს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment