Monday, March 25, 2019

როგორ ცხოვრობენ ჯარისკაცები წყალქვეშა ხომალდში? - საინტერესო ფაქტები

როგორც სხვა სამხედრო ხომალდებში, ასევე წყალქვეშა ხომალდშიც საცხოვრებლად რთული პირობებია. წყალქვეშა ეკიპაჟებს 3 კვირიდან 6 თვემდე ცხოვრება წყლების ქვეშ უწევთ, ამ პერიოდში ზოგჯერ ისინი ვერ ახერხებენ ბანაობას, ვერც წვერის გაპარსვას და ზოგჯერ ძილზეც ოცნებობენ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

1. ძილი - სხვა სამხედრო ეკიპაჟებისგან განსხვავებით, წყალქვეშა ეკიპაჟებს ძილი რთულ პირობებში უწევთ. ძირითადად მორიგეობითია, თუ არა მაშინ ყველას მცირე კვადრატულ ადგილზე უწევთ ძილი, რათქმაუნდა გარდა კაპიტნისა და ჩინით მის შემდგომებისა2. შხაპი - წყალქვეშებს საშუალოდ ათ დღეში ერთხელ აქვთ შხაპის მიღების საშუალება, ისიც რეკორდული მაჩვენებლით, მხოლოდ 3 წუთით, რათა წყალქვეშა ნავში სხვა ელექტრო მოწყობილობები არ დაზიანდეს. ვინ როგორ ასწრებს, ეს უკვე ალბათ წყალქვეშა ეკიპაჟის რომელე წევრს უფრო უნდა ჰკითხოთ, თუმცა დანარჩენ დღეებში ისინი სველ ტილოებს იყენებენ.
.

 საკვები - წყალქვეშა ეკიპაჟის წევრები, მოგზაურობამდე ხომალდს საჭმლით "ტენიან". ზოგჯერ ამისთვის სარეზერვო საპირფარეშოსაც იყენებენ, რათა დამღლელ მოგზაურობაში, მზის გარეშე დარჩენის გარდა საკვების გარეშეც არ დარჩნენ.



4. მზის ამოსვლა - როგორც ზემოთ ვახსენეთ, წყალქვეშა ეკიპაჟი ვერ ხედავს მზის ამოსვლას, აქედან გამომდინარე ვერც ჩასვლას, ისინი მხოლოდ განცხადების საშუალებით იგებენ მზის ამოსვლა-ჩასვლას
5. ცვლა - ზოგადად 8 საათით მუშაობენ, ხოლო 8 საათით მხნე მდგომარეობაში არიან, დარჩენილი 8 საათი ძილში უწევთ. თუმცა სხვადასხვა სამხედრო დანაყოფებში განსხვავებული სიტუაციებია
6. სიჩუმე - წყალქვეშა ეკიპაჟი სიჩუმეზე მიჩვეულია. როდესაც მტერს უახლოვდებიან, მათ ეკრძალებათ პირველ რიგში საუბარი, შემდეგ: ხურდა ფულის ჯიბეში ან ხელში ქონა, საპირფარეშოში შესვლა, ქუსლიანი ფეხსაცმელების ჩაცმა, ხმაურიანი ტანსაცმელის ტარება და რაიმე რკინის ნივთზე შეხება
 განსაკუთრებული დღეები - ნამდვილად რთულია წყალქვეშა ეკიპაჟის ცხოვრება, მაშნ როდესაც ისინი ოპერაციაზე მიდიან. თვეების განმავლობაში ხმელეთს ვერ ეხებიან, ვერ ჭამენ ნორმალურად და ვერც იძინებენ, ამ ყველაფრის გარდა მზესაც ვერ ხედავენ, მაგრამ თუ სერიოზული პრობლემა არ არსებობს, მაშინ დღესასწაულებს აუცილებლად აღნიშნავენ. არც ერთ სამხედრო პერსონას ნაწყენს არ ტოვებენ. არ დაგავიწყდეთ!!! მათი სიცოცხლე ბეწვზე კიდია. ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო სამსახურია წყალქვეშა ეკიპაჟის ცხოვრება!

intermedia.ge

No comments:

Post a Comment