Thursday, March 28, 2019

მტირალას ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ატრაქცია გაიხსნა

აჭარაში ჩასულ ტურისტებს ახალი ეკოტურისტული ატრაქცია - "თოკების პარკი" დახვდებათ, რომელიც მტირალას ეროვნულ პარკში მოეწყო. "თოკების პარკი" დღეს გაიხსნა და პირველი ვიზიტორები ნორჩი რეინჯერები იყვნენ.

პარკი გათვალისწინებულია როგორც ბავშვების, ისე დიდებისთვის. ის კავკასიის ბუნების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო და 168 ათასი ლარი დაიხარჯა.
გახსნის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე და აჭარის ტურიზმისა დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი დაესწრნენ.
"მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ატრაქციები მეტი იყოს იქ, სადაც ტურისტების ნაკადი დიდია. 22 პროცენტით არის ვიზიტორთა რაოდენობა მტირალას ეროვნულ პარკში გაზრდილი, დაახლოებით 60 ათასამდე ვიზიტორი შეადგინა 2018 წელს. 2017-2018 წლებში გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის გზა სრულად განახლდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოთხივე სეზონზე ვიყოთ ორიენტირებული", - განაცხადა სულხან ღლონტმა.
"თოკების პარკი" წარმოადგენს ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment