Tuesday, March 26, 2019

ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ფრაგმენტებზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი აღმოაჩინეს

9 წლის წინ სმოლენსკთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ფრაგმენტებზე ასაფეთქებელი ნივთირებების კვალი აღმოაჩინეს. ამის შესახებ პოლონეთის რადიო იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, Ту-154-ის ფრაგმენტებს ექსპერტიზა ბრიტანეთის სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიაში ჩაუტარდა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ექსპერტიზის ფარგლებში 200-მდე ფრაგმენტი გამოიკვლიეს. ანალიზის პასუხები ემთხვევა პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს კომისიის მიერ გასული წლის ზაფხულში გამოქვეყნებული ექსპერტიზის შედეგებს, რომლის თანახმადაც ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი საპრეზიდენტო თვითმფრინავის ფრაგმენტებსა და ერთ-ერთი გარდაცვლილის ცხედარზე აღმოჩნდა.
ლაინერი, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, ქვეყნის პირველი ლედი და სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდა, სმოლენსკთან 2010 წლის აპრილში ჩამოვარდა, რასაც 96 ადამიანი ემსხვერპლა.
სახელმწიფოთაშორისო საავიაციო კომიტეტის დასკვნით, კატასტროფის მიზეზი პილოტების შეცდომა გახდა, რაც პოლონეთში ჩატარებული დამოუკიდებელი გამოძიებითაც დადასტურდა, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა პოლონურმა მხარემ რუს დისპეტჩერებს დააკისრა. გამოძიების შედეგებში ეჭვი შეიტანმა გარდაცვლილი პრეზიდენტის ძმამ იაროსლავ კაჩინსკიმ, რომელიც აცხადებდა, რომ მისი ძმა მოკლეს.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი გუნდის გამარჯვების შემდეგ პოლონეთში გამოძიება განახლდა. თვითმფრინავის ფრაგმენტების ნაწილი პოლონურმა მხარემ ბრიტანულ ლაბორატორიაში გადააგზავნა. მოგვიანებით კი ვარშავამ განაცხადა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ლაინერის ბორტზე მომხდარი აფეთქება გახდა. თავდაცვის მინისტრმა ანტონი მაცერევიჩმა მომხდარი ტერაქტად შეაფასა. ოფიციალური მოსკოვი პოლონური მხარის ვერსიას ამ დრომდე არ იზიარებს.

No comments:

Post a Comment