Saturday, March 23, 2019

საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო მიმართავს

საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ამ შინაარსის განცხადებას საქართველოს საელჩო საფრანგეთში Facebook-ზე ავრცელებს. 
დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებით, 23 მარტს პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციებია დაგეგმილი, შესაბამისად, საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს თავი აარიდონ. 
„საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ: როგორც მოგეხსენებათ, შაბათს, მ.წ. 23 მარტს, პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში დაგეგმილია ე.წ. ყვითელჟილეტიანების საპროტესტო აქციები. გთხოვთ, მოერიდოთ მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს და თვალყური ადევნოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას. საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689“, - ნათქვამია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში.
საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქციები გასული წლის 17 ნოემბრიდან იმართება. აქციების დროს არეულობებსა და შეტაკებებს 10 ადამიანი ემსხვერპლა. საწვავზე ფასის მატების საწინააღმდეგო აქციების მონაწილეები მთავარ მოთხოვნად უკვე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას ასახელებენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment