Tuesday, March 26, 2019

ვინ აღარ გადაიხდის ქონების გადასახადს - ახალი საკანონმდებლო ინიციატივა

პი­რებ­მა, რო­მელ­თა წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 40 ათა­სი­დან 60 ათას ლა­რამ­დეა, შე­საძ­ლოა ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დი აღარ გა­და­ი­ხა­დონ. ამის შე­სა­ხებ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა პარ­ლა­მენ­ტში უკვე წარ­დგე­ნი­ლია.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბის ავ­ტო­რი და ინი­ცი­ა­ტო­რი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გი­ორ­გი წე­რე­თე­ლია. კა­ნონპ­რო­ექ­ტით, რო­მე­ლიც სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნას გუ­ლის­ხმობს, ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის შე­მო­სავ­ლის ზღვა­რი 40 ათა­სი ლა­რი­დან 60 ათას ლა­რამ­დე აი­წე­ვა.
რო­გორც პრო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ყო­ფის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას, რო­მელ­თაც ცხოვ­რე­ბა გა­უძ­ვირ­დათ და ამა­ვე დროს უწევ­დათ ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­და, რად­გან მათი შე­მო­სა­ვა­ლი უც­ვლე­ლი დარ­ჩა ან მცი­რე­დით გა­ი­ზარ­და და წე­ლი­წად­ში 40 ათას ლარ­ზე მეტს და 60 ათას ლარ­ზე ნაკ­ლებს შე­ად­გენს.
.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბის შე­დე­გად ის პი­რე­ბი, რო­მელ­თა წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი შე­ად­გენს 40 ათას ლარ­ზე მეტს და 60 ათას ლარ­ზე ნაკ­ლებს, აღარ და­ი­ბეგ­რე­ბი­ან ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დით. ის ზღვა­რი (40 ათა­სი ლარი), რო­მე­ლიც არ­სე­ბობ­და გა­იზ­რდე­ბა 60 ათას ლა­რამ­დე. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ათა­სო­ბით ადა­მი­ანს შე­უმ­ცირ­დეთ სამ­თავ­რო­ბო ბე­გა­რა და ამით და­ა­ბა­ლან­სონ ის ზა­რა­ლი, რა­საც ნა­ხუ­ლო­ბენ გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი ლა­რით, გაზ­რდი­ლი სა­წარ­მოო ფა­სე­ბით და მა­ღა­ლი ინფლა­ცი­ით.
ambebi.ge

-0:08

No comments:

Post a Comment