Tuesday, March 26, 2019

ჯეკ შეპარდი ექსტრადირებას დათანხმდა

დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეპარდმა საქართველოდან ექსტრადირებაზე თანხმობა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Independent ავრცელებს. იგი ბრიტანულმა  სასამართლომ ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში დამნაშავედ ცნო და განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ხელისუფლებას ბრიტანეთის მოქალაქის ჯეკ შეპარდის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ ცნობილი მარტის დასაწყისში გახდა. 
29 იანვარს სასამართლო პროცესზე ჯეკ შეპარდმა გამარტივებული წესით ექსტრადიციაზე უარი განაცხადა. მისი ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, „შეპარდმა აირჩია ქართული ციხე, ვიდრე დაბრუნებულიყო გაერთიანებულ სამეფოში, სადაც საფრთხე ემუქრება“.
25 იანვარს საქალაქო სასამართლოში ჯეკ შეპარდის პროცესი გაიმართა. მოსამართლე რომან ხორავამ ბრალდებული სამთვიან საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვა.
ჯეკ შეპარდს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის გარდა, კიდევ 1 პირზე თავდასხმას ედავებიანშსს-ს ცნობით, შეპარდზე საერთაშორისო ძებნა ქართული მხარის ინიციატივით ბრიტანეთმა 12 იანვარს გამოაცხადა. 
31 წლის შეპარდს 2018 წლის ივლისში 24 წლის შარლოტა ბრაუნის მკვლელობისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მსჯავრდებული სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა, რადგან 2018 წლის მარტში დიდი ბრიტანეთი დატოვა. მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ჯეკ შეპარდი საქართველოს დედაქალაქ თბილისში დააფიქსირეს.
ჯეკ შეპარდი 23 იანვარს თბილისში პოლიციას ჩაჰბარდა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment