Friday, March 29, 2019

ფონდი ქართუ ზვიად გამსახურდიას მუზეუმს გახსნის

სოფელ ხიბულაში, სახლში, სადაც ზვიად გამსახურდია ტრაგიკულად დაიღუპა, ფონდი ქართუ საქართველოს პირველი პრეზიდენტის მუზეუმს გახსნის. ამის შესახებ დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხიბულაში ყოფნის დროს გახდა ცნობილი.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებითვე, მუზეუმის გარშემო გაკეთდება დასასვენებელი პარკი და აშენდება ეკლესია. ასევე ხიბულაში ყოფნისას ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა, რომ პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები რომ დღემდე გამოუძიებელია, ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილია.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment