Wednesday, March 27, 2019

მსოფლიოში პირველად ქირურგმა თავის ტვინზე ოპერაცია ინტერნეტით ჩაატარა

5G ინტერნეტის ქსელის გამოყენება მედიცინაშიც დაიწყეს. ჩინეთის ქალაქ სანიაში ქირურგმა მსოფლიოში პირველად პაციენტის ტვინში ჩიპი დისტანციურად ჩადგა. ექიმი საოპერაციოდან 3 ათასი კილომეტრის დისტანციაზე იმყოფებოდა, წერს პორტალი CGTN.
ოპერაცია ექიმმა ლინგ ჟიპეიმ ჩინეთის სახალხო-გამანთავისუფლებელი არმიის ჰოსპიტალიდან განახორციელა, რომელიც ქალაქ ახინანში მდებარეობს. ის მიუერთდა საოპერაციოში დამონტაჟებულ დიდ ეკრანს და ტვინში ღრმა სტიმულაციის ჩიპი ჩაუდგა პაციენტს, რომელსაც პარკინსონის დაავადება ჰქონდა. 
კავშირისთვის გამოიყენეს 5G ტექნოლოგიის მობილური ინტერნეტი. რაც ვიდეო სიგნალის ჩავარდნას ფაქტობრივად გამორიცხავს. ოპერაციის შემდეგ პაციენტი გონზე მოვიდა და ექიმს საკუთარი კარგი განწყობის შესახებ აცნობა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment