Friday, March 29, 2019

ეროვნულ გამოცდებზე 25 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ აბიტურიენტებს მოუწოდა, გაითვალისწინონ შეცდომები და დროულად დარეგისტრირდნენ. გორგოძის ცნობით, აბიტურიენტები შემდეგი ტიპის შეცდომებს უშვებენ:

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

• აპლიკანტებს რეგისტრაცია ვერ მიჰყავთ ბოლომდე, რადგან არ კითხულობენ წესებს და შესაბამისად, ავიწყდებათ ბმულის მონიშვნა - გავეცანი და ვეთანხმები რეგისტრაციის წესებს; 
• რეგისტრაციის დასასრულებლად აუცილებელია აპლიკანტმა გამოიყენოს შენახვის ღილაკი. ამ ღილაკზე დაჭერის გარეშე რეგისტრაცია დასრულებულად არ ითვლება;
• მომხმარებლის სახელში, ელფოსტის ნაცვლად, უთითებენ სახელს და გვარს; 
• იმ აბიტურიენტებს, რომლებიც სახელოვნებო ან სასპორტო პროგრამებზე აბარებენ, ავიწყდებათ შემოქმედებითი ტურის არჩევა; 
• პროგრამების კოდებს უთითებენ არასწორად; 
• გამოცდებში მონაწილეობის მსურველები ხშირად თანხის გადახდის გარეშე იწყებენ რეგისტრაციას; 
• საერთო სამაგისტრო პროგრამაზე შეცდომით ირჩევენ ტესტის ტიპს;
• თანხის გადახდის დროს შეცდომით უთითებენ პირად ნომერს;
• არასწორად რიცხავენ თანხას (მაგ.: ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაცვლად საერთო სამაგისტრო გამოცდაზე და სხვ.).
რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 3 აპრილის 18:00 საათამდე გრძელდება. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მსურველები გამოცდებისთვის ვეღარ დარეგისტრირდებიან. 29 მარტის მონაცემებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 25 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 1 100-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული განაცხადი კი 4 000-მდე აპლიკანტმა შეავსო.
რა გამოცდები გაუქმდა და რის ჩაბარება მოგიწევთ, გზამკვლევი შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე
imedinews.ge

No comments:

Post a Comment