Tuesday, March 26, 2019

აგვისტოს ომის დროს დაღუპული შვიდი ქართველის ნეშტი ოჯახებს გადაეცა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ ოჯახებს გადაეცა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ნეშტები მიმდინარე წლის 19 მარტს გადმოასვენეს.
2017 წლის ოქტომბერში  ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ თამარაშენის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) მიერ სამარხის გახსნა და ნეშტების ექსჰუმაცია მოხდა.
ნეშტებს ჩაუტარდათ ექსპერტიზა საერთაშორისო ლაბორატორიაში ხორვატიის ქალაქ ზაგრებში, რის შედეგადაც მათი იდენტიფიცირება შეძლეს.
1990-იან წლებში ცხინვალის რეგიონში მომხდარი კონფლიქტის, ასევე 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების საკითხთან დაკავშირებით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ეგიდით ფუნქციონირებს სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმი, რომელშიც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს

No comments:

Post a Comment