Sunday, March 31, 2019

ვენესუელა ელექტროენერგიის გარეშე ამ თვეში უკვე მესამედ დარჩა

ვენესუელაში გუშინ საღამოს, მარტის თვეში უკვე მესამედ ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა შტატში შეწყდა. მისი მიწოდება კარაკასში ნელნელა დაიწყო. როგორც CNN-ი წერს, გამბული სირენების და მანქანის სიგნალის ხმა ისმოდა ქუჩებში იქამდე, სანამ გენერატორი ჩაირთვებოდა. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა კარაკასის ღარიბ რაიონებსა და დასახლებებში, სადაც ჯერ კიდევ არ განახლებულა სრულად მარტის დასაწყისში გათიშული ელექტროენერგიის შემდეგ სერვისების მიწოდება. ელექტროენერგიის კრიზისის გამო ქვეყანაში წყალსა და საკვებ პროდუქტზე შეიქმნა პრობლემა, რის გამოც მოსახლეობა ერთმანეთს უპირისპირდება. 
ვენესუელის უმსხვილეს ჰიდროელექტროსადგურზე 7 მარტს მომხდარი ავარიის გამო, თითქმის მთელ ქვეყანას ელექტროენერგია რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.
ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა.
გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.
ვენესუელის კრიზისის შესახებ ვრცელი სტატია წაიკითხეთ ამ ბმულზე.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment