Wednesday, March 27, 2019

პენსი: ამერიკელები მთვარეზე უნდა დაბრუნდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა თქვა, რომ მორიგი გიგანტური ნაბიჯის დრო დადგა - ამერიკელები მთვარეზე უნდა დაბრუნდნენ. ამის შესახებ Verge წერს.
"ზოგიერთი იტყვის, რომ ეს რთულია, სარისკოა, ძვირია, მაგრამ იმავეს ამბობდნენ 1962 წელსაც. ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც მეოცნებეა, რომელიც აცნობიერებს, რომ ეს არის გამოწვევა და ჩვენ ამის მიღწევა გვსურს“, - განმარტა პენსმა.
ვიცეპრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს სჭირდება საკუთარი კოსმოსური ტექნოლოგიები, რათა დაიცვას საკუთარი საკომუნიკაციო, სანავიგაციო და სამეთვალყურეო სისტემები, განსაკუთრებით ჰაკერული თავდასხმებისგან.
პირველი ასტრონავტი, რომელიც მთვარეზე გაფრინდა, ამერიკელი ნილ არმსტრონგი იყო. ის 1969 წელს მისიას „აპოლო 11" ხელმძღვანელობდა.
imedinews.ge
.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


No comments:

Post a Comment