Saturday, April 6, 2019

10 მოდური რჩევა ქალისგან, რომელიც მსოფლიოს მოდას კარნახობს

„შენ ან გეს­მის მოდა, ან არა“ - ეს სი­ტყვე­ბი ანა ვინ­ტურს ეკუთ­ვნის, ქალს, რო­მელ­საც შე­საძ­ლოა იც­ნობ­დეთ, რო­გორც ეშ­მაკს, რო­მელ­საც პრა­და აც­ვია, ან უბ­რა­ლოდ, მო­დის ბიბ­ლი­ის - VOGUE-ის მთა­ვარ რე­დაქ­ტორს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ანა 1988 წლი­დან ამე­რი­კუ­ლი VOGUE-ის სა­თა­ვე­ში დგას, დღეს იგი ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნის მქო­ნე ადა­მი­ა­ნია მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში. გა­მო­ირ­ჩე­ვა ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლი ხა­სი­ა­თით, ამი­ტომ საკ­მა­ოდ ძნე­ლია, რომ იგი თქვე­ნი სა­მო­სით მო­ხიბ­ლოთ. სწო­რედ ამი­ტომ, სჯობს თა­ვად ანა ვინ­ტუ­რის გარ­დე­რობს გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი, გა­ვეც­ნოთ მისი სტი­ლის მთა­ვარ წე­სებს და ვნა­ხოთ, მარ­თლა აც­ვია თუ არა ეშ­მაკს პრა­და.
.

1. ყვა­ვი­ლე­ბი არას­დროს არ არის ზედ­მე­ტი

ანას არ უყ­ვარს მო­სა­წყე­ნი ლუ­ქე­ბი. მისი კა­ბე­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­ფორ­მე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა პრინ­ტე­ბით, ძი­რი­თა­დად კი ყვა­ვი­ლე­ბით. სწო­რედ ამი­ტომ, ანას არა­ერ­თხელ უთ­ქვამს, რომ ძა­ლი­ან მოს­წონს გუჩი, რად­გან ალე­სან­დრო მი­კე­ლეს (გუ­ჩის კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი) დი­ზა­ი­ნი სავ­სეა ფე­რა­დი ყვა­ვი­ლე­ბი­თა და პრინ­ტე­ბით.

2. "მე არას­დროს არ ჩა­ვიც­ვამ თა­ვი­დან ფე­ხე­ბამ­დე შავს"

რო­გორც ვინ­ტუ­რი ამ­ბობს, შავი სა­მო­სის კომ­ბი­ნა­ცია ზედ­მე­ტად „მო­სა­წყე­ნია“. ეს წესი შე­საძ­ლოა ბევ­რს არ მოს­წონს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ანას­თან სამ­სა­ხუ­რის ინ­ტერ­ვი­უ­ზე მი­სულ პი­რებს, რომ­ლებ­საც მთლი­ა­ნად შავი ტან­საც­მე­ლი აც­ვი­ათ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში უა­რით ის­ტუმ­რე­ბენ. ანას გარ­დე­რობ­ში შეხ­ვდე­ბით შავი ფე­რის მან­ტო­ებ­სა და კა­ბებს, რომ­ლებ­საც ფე­რა­დი დე­ტა­ლე­ბი ახ­ლავთ თან.

კოპ­ლე­ბი კარ­გია, მაგ­რამ ზო­ლე­ბი უკე­თე­სია

გე­ო­მეტ­რი­უ­ლი პრინ­ტე­ბი ძა­ლი­ან ხში­რია ანას ლუ­ქებ­ში, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად მას ზო­ლე­ბით გა­წყო­ბილ კა­ბებ­სა და მან­ტო­ებ­ში ვხე­დავთ.
„ყველაზე შეუფერებელი ადამიანი ვარ ცვლილებაზე სასაუბროდ. ასი წელია  თმის ერთი სტილი მაქვს და ერთი სტილის სათვალე მიკეთია.“ მართლაც, ანას სათვალეებს შორის განსხვავებას ბევრი ვერც შეამჩნევს - დიდი ზომის, მსხვილი ყურით, და რა თქმა უნდა, აუცილებლად შავი ფერის სათვალეები მოდის წამყვანი პირის დამახასიათებელი ნიშანია.
ერთ-ერთ ინტერვიუში ანას ჰკითხეს, თუ როგორ უნდა ჩაიცვას ქალმა ოფიციალური ხასიათის მქონე წვეულებაზე, რაზეც ანამ თავისი საიდუმლო გაგვიმხილა: „ძალიან მომწონს, როდესაც ვხედავ, რომ პიროვნების სამოსი მის ხასიათს უსვამს ხაზს და არ მიჰყვება „წესებს“. ნუ ჩაიცვამთ მოსაწყენ, ბრჭყვიალა ან ფუშფუშა კაბას მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი წესია. მსიამოვნებს და მიხარია, როდესაც ვხედავ, რომ ქალს აცვია ის, რაც პირდაპირ ემთხვევა მის პიროვნულობას.“
შეიძლება ითქვას, რომ სწორად შერჩეული სამკაული ელეგანტურობის გასაღებია. ვინტურის ლუქებს ძალიან მნიშვნელოვან ეფექტს სძენს მისი ყელსაბამების კოლექცია და რაც მთავარია, იგი ძალიან კარგად უხამებს მათ ფერებს სამოსს.
ანას ფეხსაცმლის თარო საერთოდ არ არის მრავალფეროვნებით გამორჩეული. საზაფხულოდ იგი საშუალო სიმაღლის ქუსლის ერთგული რჩება.
როგორც ვინტური ამბობს, საერთოდ არ არის ყოველ დღე ახალი ტანსაცმლის ჩაცმა საჭირო იმისთვის, რომ იყო მოდური. მისთვის სახალისოა ძველი სამოსის გარდაქმნა, მათთვის ახალი სახის მიცემა
VOGUE-ს მთავარი რედაქტორის გარდერობში უამრავ ტყავის მოსაცმელს ნახავთ, მაგრამ ისინი სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან- ანას ძალიან უყვარს ფერადი ტყავით შეკერილი მანტოები. არა ერთხელ გამოჩენილა ვინტური კამერების წინ ყვითელი და მწვანე ტყავის მოსაცმელებით, რომელთაც იგი საშუალო სიგრძის კაბებსა და ტყავის ფეხსაცმელებს უხამებს
შანელი. დიახ, შანელი. მართალია, მის გარდერობში პრადასა და სხვა ბრენდების სამოსსაც იპოვით, მაგრამ ანა საკმაოდ ხშირად იცვამს შანელს. თუ მოგწონთ სოლიდური, მოკლძალებული ლუქები, ძალიან მარტივად შეგიძლიათ შეიძინოთ შანელის შთაგონებით შეკერილი სამოსი მაღაზიებში, თანაც საკმაოდ მისაღებ ფასად.
https://www.beaumonde.ge/index.php/moda/hand-made/6201-10-rcheva-modis-diktatorisgan-romelits-tkvens-garderobs-radikalurad-shetsvlis?showall=&start=9
beaumonde.ge


No comments:

Post a Comment