Friday, April 5, 2019

სკოლის გამოსაშვები გამოცდების კანონპროექტს პარლამენტი კენჭს 16 აპრილს უყრის

საქართველოს პარლამენტი „ზოგადი განათლების შესახებ” კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, სკოლის გამოსაშვები გამოცდები უქმდება, მესამე მოსმენით 16 აპრილის პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს.
საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, პარლამენტში კანონპროექტის განხილვა 16 აპრილს დასრულდება: 
„ვწუხვარ, რომ ტექნიკური პრობლემის გამო ვერ დასრულდა კანონპროექტის საბოლოო ეტაპი, დარჩენილია მხოლოდ კენჭისყრა. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა იმდენად დიდხანს გაგრძელდა, რომ საშუალება არ მოგვეცა, ერთი საათი კანონპროექტის კენჭისყრისთვის დაგვეთმო. პირობას გაძლევთ, რომ კანონპროექტის განხილვა 16 აპრილს დასრულდება და როგორც დაგეგმილი იყო, მე-11 და მე-12 კლასის საატესტატო გამოცდები არ ჩატარდება და კანონის დონეზე საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს შორის დუბლირება აღმოფხვრილი გვექნება“, -განაცხადა ჯაშმა. 
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული ინიციატივა ჩავარდა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment