Sunday, April 7, 2019

ზიდანი:„ბეილისგან ქომაგები მეტს მოითხოვენ“

ზინედინ ზიდანმა „ეიბარის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


„რთული თამაში იყო, თუმცა უსახური პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარში იმდენად მოვუმატეთ, რომ ვერავინ დაგვძრახავს. ეს იყო დამსახურებული 3 ქულა. მეტსაც გეტყვით, დიდი ანგარიშით მოგებაც შეგვეძლო.“

„როდესაც პრობლემები გვაქვს, ვცდილობთ გავაერთიანდეთ და ყველა ხარვეზი აღმოვფხვრათ. „ვალენსიასთან“ წავაგეთ, ახლა მოვიგეთ, მაგრამ პრობლემებს თვალს ვუსწორებთ და ვმუშაობთ, რომ ყველაფერი დავძლიოთ.“

„ბედნიერი ვარ, რომ ბენზემამ დუბლი მიითვალა, მას მეტიც შეეძლო. რაც დრო გადის, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ „9“-იანი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.“

„ვულოცავ ყველა ფეხბურთელს, მათ მეორე ტაიმში გარდატეხა შეიტანეს და კარგი შედეგი დააფიქსირეს.“

„ბენზემას ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ რომ ცოტას იტანდა, მაგრამ წელს მისი მაჩვენებელი შესანიშნავია.“

„მესმის, რატომ უსტვენენ ბეილს, მისგან ყველა ყოველთვის ბევრს ითხოვს. არ შემიძლია გითხრათ, დარჩება თუ არა უელსელი მომდევნო სეზონში ჩვენს კლუბში. ამაზე ზაფხულში აუცილებლად ვისაუბრებ.“

„ისკო კარგად იყო მომზადებული. ესპანელის თამაშით კმაყოფილი ვარ. როდესაც ის ბურთს იღებს, მეტოქის მოთამაშეებს საფიქრალი უჩნდებათ.
Halamadrid.ge

No comments:

Post a Comment