Thursday, April 11, 2019

ბრძნული ეკლექტიზმი - როგორც დემოკრატიის ფუნდამენტი

საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია განსაკუთრებით მწვავედ არის გამოხატული. კატეგორიული აზროვნება ჩვენი სოციუმის დიდი პრობლემაა.70-წლიანმა საბჭოთა მმართველობამ თავისი დაღი დაასვა ქართულ 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

სახელმწიფოებრიობასა და საზოგადოებრივ ცნობიერებას. მაშინ, როცა 1918 წლის კონსტიტუცია ევროპაში ყველაზე დემოკრატიული ტიპის იყო, 1991 წლის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ 28 წელი გავიდა და ისევ ვერ მივიღეთ კონსტიტუცია, რომელიც ეროვნულ ინტერესებს გამოხატავს და დემოკრატიასთან სრულ ჰარმონიაშია. სამი ათეული წელია თითქმის მოჯადოებულ წრეზე დავდივართ და ქვეყნის მთავარი სამართლებრივი აქტიც კი ვერ მივიღეთ საბოლოო სახით. კონსტიტუცია მუდამ განიცდის ძალადობას და ნებისმიერი გავლენიანი სახელმწიფო მოხელე მასზე უპირატესია. 
🙏 საქართველოს საპატრიარქო
ჯაბა იოსელიანი თავის წიგნში “სამი განზომილება” წერს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ქართველმა ხალხმა ლენინის ძეგლი ჩამოაგდო, მაგრამ პიდესტალს არ შეეხო. ანუ კონკრეტული ლიდერი დაამხო და ისევ ახლის მოლოდინში იყო. ასეა ეხლაც, ის პიდესტალი ჩვენს ქვეცნობიერში დევს და მასზე ასაყვანად ახალ ლიდერს ველოდებით. არჩევნებზეც კარგად ჩანს ეს გამარჯვებული საარჩენო სუბიექტების მიღებული ხმების პროცენტებში 
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
(87.03% - ზვიად გამსახურდია 1991 წელი;
74.04% - ედუარდ შევარდნაძე 1995 წელი;
96.24% - მიხეილ სააკაშვილი 2004 წელი).ეს კონკრეტული კანდიდატი თუ პოლიტიკური ჯგუფი, შემდგომ საყოველთაო კრიტიკის ობიექტი ხდება იმედგაცრუების გამო. ნდობის ვოტუმი კი მალევე ძლიერ მცირდება, არადა ეს ავანსი მასზე ხალხმა გასცა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ხალხი, რომელიც მესიას ელის პოლიტიკურ ასპარეზე, მასვე ანდობს თავის ბედ-იღბალს 100%-ით და ელოდება, რომ ის მოაგვარებს ყველა პრობლემას. მათ იციან, რომ ამ ყველაფერს დიდი ძალაუფლება სჭირდება და ბრმად ანდობს ამ გაუკონტროლებელ რესურსს 100%-ით. აქედან გამომდინარე კი მისი პასუხისგებლობის წილი დიდია ახალი ძლევამოსილი აბსოლუტის შექმნის პროცესში. აბსოლუტისა, რომელიც მალე ტირანად იქცევა ან კლასიკურ დიქტატორად. 
   ახალი ტიპის ავტორიტარიზმა დემოკრატიის მანტია მოირგო, რადგან დრო შეიცვალა და ბრუტალური გამოვლინებები მისი ხანგრძლივობის პერსპექტივას ამცირებს. დღეს ავტორიტარიზმი ყველა იდეოლოგიისა და მოძრაობის შიგნით მიძვრება, ფესვებს იდგამს მათში და სრულ აბსურდად აქცევს მათ. ერთი დირიჟორის მიერ არის მართული ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ ულტრა ლიბერალური სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფები და ამავდროულად რადიკალი ნაციონალისტური მოძრაობები, რომლებიც ოპონენტებს ბრალს სდებენ სხვა სახელმწიფოების აგენტობაში. ქვეყანაში მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და ამავდროულად ხდება ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის რწმენის შეურაცხყოფა(ილიას უნივერსიტეტის ინციდენტი ღვთისმშობლის ხატთან დაკავშირებით, ასევე გიორგი გაბუნიას რეპლიკა იესო ქრისტესთან დაკავშირებით), რაც სრულიად მიუღებელია და რამაც გამოიწვია ორთოდოქსი ფუნდამენტალისტების ძლიერ გააქტიურება.
   მეორე უკიდურესობა გვაქვს ეკონომიკურ ნაწილში, რომელიც ასევე ძირეულ კავშირშია ამ ყველაფერთან. ბანკირების მოგება ყოველ წლიურად იზრდება და არანაირი რეგულაცია თითქოს არაა ამ სფეროში. უცებ კი იწყება კრიტიკა ამ ფინანსური ინსტიტუტების მიმართ და ერთ-ერთი მსხვილი ბანკის დირექტორატის წევრები ფულის გათეთრებაშიც დაადანაშაულეს. ამ ყველაფრიდან ნათლად ჩანს, რომ მმართველი ელიტა, როგორც კი იგრძნობს, რომ ქვემოდან იწყება დიდი პროცესები, ის ყოველთვის ასწრებს რეაგირებას და ზემოდან ახორციელებს ამ ცვლილებებს. ოღონდ მხოლოდ მისთვის მისაღები ფორმით. მისი მიზანია პოლიტიკური დისკუსის ყველა ფორმა გამოიყენოს და არც ერთ დამოუკიდებელ მოძრაობას ნება არ მისცეს, რომ მის გარეშე განვითარდეს. ანუ ქვეყანაში გვაქვს მართული ქაოსის კლასიკური მაგალითი. 
    პერმანენტული კონსესუსის დემოკრატია, დემოკრატიად თავს დიდხანს ვერ შეინარჩუნებს, მაგრამ არც მართული ქაოსი ან ქაოსის სხვა ფორმა გვჭირდება გრძელვადიან პერსპექტივაში.
    მართლმსაჯულების შეფარდებითობის ცნება აბსოლუტურად შეუთავსებელია ინდივიდის თავისუფლების ცნებასთან.
    არჩევნებია!? - კონტროლი;
    აზრის გამოთქმის თავისუფლება? - კონტროლი;
    კერძო საკუთრება? - კონტროლი.
    პოლიტიკა როგორც ბუნება სიცარიელეს, ვაკუუმის არსებობას ვერ გუობს. სამი ათეული წლის შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყება გვიწევს კითხვა კი ერთია: რა არის გასაკეთებელი? 
    ვერც ერთი საზოგადოება აყვავებული და ბედნიერი ვერ იქნება, თუ მისი უდიდესი ნაწილი ღარიბი და უბედურია. უთანასწორობა გამანადგურებელია, ის ანგრევს საზოგადოებას.
    სოციალური კონტრაქტი, რომელიც უნდა ქმნიდეს უსაფრთხოებას, სამართლიანობისა და სტაბილურობის უმთავრეს გარანტიას, საზოგადოებრივი ინტერესის საგანსაც კი აღარ წარმოადგენს.
    ჩვენ არც უკიდურესი მემარჯვენეობის დესტრუქციული ინდივიდუალიზმი გვჭირდება და არც წარსულის გაკონტროლებული სოციალიზმი. გამოსავალი სოციალური დემოკრატიაა, სადაც სამართლიანობა ეფექტურობაზე უფრო მნიშვნელოვანია.
    გონივრულად მართული კაპიტალიზმი ეკონომიკური მიზნების მისაღწევად შესაძლოა უფრო ეფერქტური გამოდგეს, მაგრამ ამავდროულად საჭიროა ისეთი სოციალური მოწყობის შემუშავება, რომელიც ცხოვრების მისაღებ წესზე ჩვენს წარმოდგენებს არ შეურაცხყობს.
    საზოგადოებრივ - პოლიტიკურ ცხოვრებაში პიროვნების როლი უმნიშვნელოვანესია. ჩვენ გვჭირდება ისეთი ადამიანები, რომელთაც მეინსტრიმული აზროვნების ხაზთან დაპირისპირება შეუძლიათ. მაგრამ გარდა პიროვნული სიქველისა, ასეთ ადამიანებს ასევე ეკონომიკური კეთილდღეობა ესაჭიროებათ. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა უკიდურესი გაჭირვების პირობებში ცხოვრობს: დევნილები, უსახლკაროები, ვეტერანები, პენსიონერები, შშმ პირები - აქტიური საზოგადოებრივი პილიტიკური ცხოვრებისგან შორს დგანან. აქედან გამომდინარე უფსკრული ქვეყნის ელიტასა და რიგით ადამიანს შორის დიდია და ჯანსაღი საზოგადოების განვითარებაზე საუბარიც ზედმეტია. სტატისტიკური მაჩვენებლებით სპეკულირება კი თავკერძა პილიტიკური ლიდერების უმწიფრობასა თუ უსინდისობაზე მიუთითებს მხოლოდ.
   მშიერ კუჭზე იდეები არ მოდის და მითუმეტეს თითქმის გამორიცხავს პოლიტიკურ აქტიურობას. გაჭირვებული ადამიანისათვის ძნელია იყოს მოუსყიდავი, მითუმეტეს პილიტიკურად. იმისათვის რომ 5 კგ. კარტოფილსა და რამოდენიმე თავ ხახვზე არ გაიყიდოს ადამიანი, მინიმუმ საარსებო საშუალება უნდა ჰქონდეს. ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა არ იყოს იძულებული ისეთი არჩევანი გააკეთოს, რითაც საკუთარ ღირსებას შელახავს. ეს არაა თავისუფალი ადამიანის ნება.
   2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლის 53.26% პროცენტი არ გამოცხადდა. რა იყო ეს, პროტესტი კონკრეტული კანდიდატების მიმართ თუ სისტემის იგნორირება? ან იქნებ ორივე?
ამ კითხვებზე სწორი პასუხების გაცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს, რადგან დემოკრატიის გარეშე საერთოდ განვითარება არ არსებობს, არც ინდივიდის, არც საზოგადოების და შესაბამისად არც სახელმწიფოსი.
intermedia.ge

No comments:

Post a Comment