უფრო დეტალურად კი სიახლეების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- მოსმენის დავალება 10 მცირე ზომის ტექსტის ნაცვლად, 5 შედარებით დიდი ზომის ტექსტისაგან იქნება შედგენილი; თითოეულ ტექსტს მოჰყვება 2 შეკითხვა და საკითხების რაოდენობა ამ დავალებისათვის კვლავინდებურად 10 დარჩება;
- ტესტიდან ამოღებულია მე-2 დავალება (განცხადებები). შესაბამისად, ტესტი 10 დავალების ნაცვლად, 9 დავალებისაგან იქნება შედგენილი;
- მე-8 დავალება, რომელიც გულისხმობდა ზმნების (ან რუსული ენის შემთხვევაში მეტყველების სხვა ნაწილების) ჩასმას სწორ გრამატიკულ ფორმებში, გახდება არჩევითბოლოიანი, ანუ 4 მოცემული შესაძლო პასუხიდან აბიტურიენტს ერთი სწორი პასუხის არჩევა მოუწევს; ეს დავალება, ამავე დროს, გახდება 10-საკითხიანი და 2017 წლის ტესტში მისი ნომერი იქნება 7.
იხილეთ უცხოური ენების ტეტსის ნიმუშები:
ინგლისური ენა მოსმენის დავალება
გერმანული ენა მოსმენის დავალება
ფრანგული ენა მოსმენის დავალება
რუსული ენა მოსმენის დავალება
პასუხები
naec.ge
No comments:
Post a Comment