დღეს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ
წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტის (აშშ, პენსილვანიის შტატი)
რექტორი ზვიად კლიმენტ ლაზარაშვილი
და პრორექტორი ჯორჯ სტასენი.
ამერიკელი სტუმრები
შეხვდნენ გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი
მათიაშვილს და ორი უნივერსიტეტის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შესახებ
ისაუბრეს.
სტუმრებმა დაათვალიერეს
უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სასწავლო ლაბორატორიები
და ბიბლიოთეკა.
საქმიანი ვიზიტის ფარგლებში
ამერიკელმა სტუმრებმა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის წაიკითხეს საჯარო ლექცია
პოლიტიკური ეკონომიკის სფეროდან.
შეხვედრის დასასრულს
გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
პროფესორებმა ზვიად
ლაზარაშვილმა და ჯორჯ სტასენმა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის
რექტორს, პროფესორ გიორგი მათიაშვილს წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო
უნივერსიტეტის ეკონომიკური სკოლის ფილოსოფიის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს.
No comments:
Post a Comment