Friday, June 2, 2017

იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მიღებას გაამარტივებს

იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მიღების გამარტივების პროცედურებს განიხილავს. გადაწყვეტილება იაპონიაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში მომზადდა. შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივების და იაპონიასა და საქართველოს შორის საინვესტიციო შეთანხმებაზე მოლაპარკების დაწყების თაობაზე. 
1 ივნისს, მიხეილ ჯანელიძე იაპონელ კოლეგას, ფუმიო კიშიდას შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა  მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს მიმდინარე წლის, როგორც  საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების  დამყარების საიუბილეო თარიღის- 25 წლისთავის მნიშვნელობა..
მინისტრები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ შემდგომი თანამშრომლობის განვითარებას ინოვაციების, მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, საქართველომ გამოხატა დაინტერესება ამ მხრივ გაიზიაროს იაპონიის გამოცდილება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონურ მხარეს, როგორც პოლიტიკური, ასევე მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იაპონელ კოლეგას, ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ.
მიხეილ ჯანელიძემ იაპონიის საგრეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოში ოფიციალურად მოიწვია.  
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment