Monday, June 5, 2017

"თბილისი დარბის გმირებისთვის" - ირბინეთ, განიმტკიცეთ ჯანმრთელობა და პატივი მიაგეთ გმირებს

"თბილისი დარბის გმირებისთვის," 5 კილომეტრიანი გარბენია, რომელიც მიზნად ისახავს, საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნის პატივისცემას და მათ სახელების უკვდაყოფას. გარბენით შეგროვებული თანხით, თბილისის მერიასთან თანამშრომლობით ჩვენ ვგეგმავთ ავლაბარში არსებული პარკის რენოვაციას და გმირებისათვის მონუმენტების დადმას. ეს ქართველი გმირების ერთადერთი პარკი იქნება, სადაც ქართული საზოგადოება მწვანე გარემოში დაისვენებს, ბავშვებს გაასეირნებს და გაიგებს ინფორმაციას იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც თავისი სისხლის ფასად თავისუფლება შეუნარჩუნეს ჩვენს ქვეყანას.#გმირებისთვის

ხშირად დასმული შეკითხვები

რა არის გარბენის მიზანი ?  
გარბენის, თბილისი დარბის გმირებისთვის, მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნის უკვდავყოფა.

ვინ არის გარბენის ორგანიზატორი ?
გარბენის ორგანიზატორია ა(ა)იპ ვესტ პოინტის საზოგადოება საქართველო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიის, ვესტ პოინტის კურსდამთავრებული ქართველი კადეტების მიერ დაარსდა და მიზნად ისახავს სოციალური აქტივობის გზით პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას ქართულ საზოგადოებაში.

ვინ არის გარბენის მხარდამჭერი ?
გარბენის გენერალური სპონსორია ს.ს ლიბერთი ბანკი, ხოლო ინსტიტუციური მხარდამჭერი ქალაქ თბილისის მერია და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.

როგორ მოხდება ღონისძიების საფუძველზე მიღებული თანხის გამოყენება ?
ღონისძიების შედეგად მიღებული თანხები, სრულად მოხმარდება ორ მიზანს: პირველი საქართველოს სახელმწიფო მთლიანობას შეწირული გმირების ხსოვნის უკვდავყოფას და მეორე ქალაქ თბილისში არსებული ეკოლოგიური მდგომაროების გაუმჯობესებას.

რა გამოწვევები არსებობს ეკოლოგიური მდგომარეობის კუთხით ?
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, საქართველო ლიდერი ქვეყანაა ჰაერის დაბინძურებისაგან გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის თვალსაზრისით, რაც აუცილებელს ხდის პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას.  
როგორ მოხდება ზემოთხსენებული ორი მიზნის ურთიერთშეთავსება ?
გარბენის შედეგად მიღებული რესურსით მოხდება ქალაქ თბილისში, წინასწარ შერჩეული რეკრეაციული ზონის გაუმჯობესება, რომელიც თავის მხრივ გახდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების სახელობის მატარებელი.

რა არის გარბენის გრძელვადიანი მიზანი ?
გარბენი მიზნად ისახავს ჩამოყალიბდეს დედაქალაქის ტრადიციულ ღონისძიებად, რომლის მეშვეობითაც მიღებული რესურსით ყოველწლიურად მოხდება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება და ქვეყნისათვის თავდადებული პირების სოციალური აქტივობის გზით დაფასება. ასევე გარბენის მიზანია, შეიქმნას რეკრეაციული ზონა - ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ყოველწიურად გაიზრდება ახალი გმირების მონუმენტებით.

ვის შეუძლია გარბენში მონაწილეობის მიღება ?
გარბენში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვანების ასაკს მიღწეულ პირს.

რა არის გარბენში მონაწილეობის საფასური ?   
გარბენში მონაწილეობის საფასური შეადგენს 10 (ათ) ლარს.

რა მიზანს ემსახურება შემოწირულობის ველი ?
ვებ გვერდზე მოცემული შემოწირულობის ველით, ნებისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა, მისთვის სასურველი თანხით მიიღოს მონაწილეობა გმირების სახელობის რეკრეაციული პარკის მშენებლობაში.

როდის გაიმართება გარბენი ?
გარბენი გაიმართება მიმდინარე წლის 25 ივნისს, დილის 10 საათზე.

სად შემიძლია ვნახო გარბენის მარშრუტი ?
გარბენის მარშრუტთან დაკავშირებით იხილეთ ვებ გვერდზე: www.tbilisirunsforheroes.ge  მოცემული რუქა.
როგორ დავრეგისტრირდეთ გარბენზე ?
რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ვებ გვერდზე: www.tbilisirunsforheroes.ge,. რის შემდგომაც გამოგეგზავნებათ დასტური რეგისტრაციის წარმატებით დასრულების თაობაზე.

გარბენის ინსპირაცია
გარბენის ინსპირაცია გახდა, 2015 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი ქართველი კადეტის იოსებ მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის გარდაცვალების ფაქტი, რომლის საფუძველზეც ამერიკაში მოღვაწე ქართველმა კადეტებმა გადაწყვიტეს მათი სახელით, პატივი მიეგოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირებისათვის.

თვალსაჩინოებისთვის კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ გარბენი არ არის ზემოთხსენებული პირების სახელობის, არამედ ხორციელდება ამ ადამიანების სახელით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების პატივსაცემად.

განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment