ტრაგედია მოხდა ქვაბისხევში.
ექსკურსიაზე ყოფნისას გორის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგი, მათემატიკის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა.
სკოლის დირექტორის, ვახტან სუხიტაშვილის თქმით, გარდაცვლილს, თამარ გოზალიშვილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
,,ძალიან სამწუხარო ამბავი შეგვემთხვევა. მხოლოდ მასწავლებლები ვიყავით ექსკურსიაზე, ასეთი ტრაგიკული აღმოჩნდა ჩვენი სკოლისთვის სასწავლო წლის დამთავრება." - გვითხრა სკოლის დირექტორმა.
პედკოლექტივი, ამჟამად, კვლავ, რაიონის ადგილობრივ საავადმყოფოში იმყოფება.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.
პედაგოგებმა ამ ადგილის მონახულება შოთა რუსთაველის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად გადაწყვიტეს, რადგან ეკლესიაში, სავარაუდოდ, შოთა რუსთაველისა და დედამისის ფრესკებია (წარწერით ,,შოთაი და იაი") გამოსახული.
ქვაბისხევი ბორჯომის რაიონში მდებარეობს.
მესამე საჯარო სკოლისთვის დღევანდელი დღე კიდევ ერთი ტრაგედიით დასრულდა. ამავე სკოლის მოსწავლეს გორში მანქანა დაეჯახა და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
qartli.ge
No comments:
Post a Comment