ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, 3 ივნისს შუახნის ქალი მენინგოკოკცემიის ვირუსით გარდაიცვალა.
როგორც საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა გიორგი ლობჟანიძემ საზოგადოებრივს განუცხადა, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი ექიმისთვის დაგვიანებით მიმართვა გახდა.
ლობჟანიძის განცხადებით, პაციენტს სტაციონარში განთავსებამდე რამდენიმე დღე მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მედიკოსების განცხადებით, ბოლო პერიოდში, ეს მენინგოკოკცემიის პირველი შემთხვევაა ქვეყანაში და ეპიდემიის გავრცელების რისკი არ არსებობს. თუმცა, კლინიკის წარმომადგენლებმა ეპიდემიის შესაძლო საფრთხისგან თავის ასაცილებლად საქმის კურსში დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ჩააყენეს.
1tv.ge
No comments:
Post a Comment