ხაშურთან მომხდარ ავარიაში ორი ადამიანი გარდაიცვალა. საჩხერის გადასახვევთან ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავებულია ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ipn.ge
No comments:
Post a Comment