Thursday, June 1, 2017

მაღალმთიანი რეგიონებისთვის ახალი სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

მთავრობამ მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული. ინფორმაციას Ipress ავრცელებს.
დადგენილების თანახმად, პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიან რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრებით იჯარით ისარგებლებენ. იჯარის ვადა 25 წელია. ღირებულება, პირველ და მეორე წელს 1 ჰა-ზე 1 ლარი იქნება, მესამე და შემდგომ წლებში 1 ჰა-ზე 15 ლარი. იჯარის უფლების მესამე პირისთვის დათმობა/უფლებრივად დატვირთვა, ქვეიჯარით გაცემა დაუშვებელია. 
პროგრამაში ჩართულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სათიბებამდე და საძოვრებამდე გზას გაიყვანენ, რასაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და შესაბამისი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ. 
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment