Monday, June 5, 2017

მესტიაში ორი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იწყება

მესტიაში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი ჰიდროელექტროსადგური აშენდება.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჰესების მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიას ადგილზე ხვალ ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და "საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის" გენერალური დირექტორი დაესწრებიან.
ჰესებს "მესტიაჭალა 1" და "მესტიაჭალა 2" "საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია" აშენებს. ინვესტიციების ჯამური ღირებულება 65 მლნ აშშ დოლარია.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment