საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მედია-ტექნოლოგიების ლაბორატორია და სტუდენტური ტელევიზია გაიხსნა.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიის ფარგლებში სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და ყველა დაინტერესებულ პირს სასწავლო პროცესის პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებასთან ერთად, საშუალება ეძლევათ შექმნან მედია-ბაზრისთვის მოთხოვნადი პროდუქტები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ლაბორატორიაში დამონტაჟებულია მსოფლიო დონის 3D სტერეოსკოპული აგრეგატი (Rig), რომელიც ინჟინერ-გამომგონებელმა ზაზა ლომიძემ, რუსთაველის ფონდის მირ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შექმნა.
No comments:
Post a Comment