თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი ივლისიდან ამოქმედდება. ტერმინალში სამშენებლო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. ინფორმაციას 1tv.ge წერს.
”ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილის თეა ზაქარაძის თქმით, მოფრენის ტერმინალის ამოქმედების შემდეგ აეროპორტი წელიწადში 4 მილიონი მგზავრის მომსახურებას შეძლებს.
ივნისიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებენ ახალი ავიაკომპანიები, იზრდება არსებული სიხშირეებიც. ახალი ტერმინალის ამოქმედებამდე, ზაქარაძის განცხადებით, აეროპორტი შეფერხების გარეშე მუშაობს და გაზრდილ მგზავრთა ნაკადს უპრობლემოდ გაუმკლავდება
imedinews.ge
No comments:
Post a Comment