ევროპული საქართველო რიგგარეშე საპარლამენტო სესიის დაწყების დროს არ შეუერთდა ნაციონალური მოძრაობის და პატრიოტთა ალიანსის ბოიკოტს, თუმცა სესიის მსვლელობისას კონსტიტუციურ პროექტზე მსჯელობას მაინც გამოეთიშა. დავით ბაქრაძის განცხადებით, მათ ერთადერთი გზა რჩებათ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა შემდეგ განხილვაში.
“დებატის ბოლოს ჩანს, რომ უმრავლესობა ჩამოყალიბებულია საკუთარ პრინციპებზე, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას.ამის იქით ჩვენ გვრჩება მხოლოდ მეორე მეთოდი - შემდეგ განხილვაში მონაწილეობის არ მიღება. ჩვენ ვტოვებთ დარბაზს და მიიღეთ ცვლიბები, რომელსაც მხარს უჭერს მხოლოდ ერთი პარტია საქართველოში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პარლამენტში რიგგარეშე სესია დღეს გაიხსნა. პრეზიდენტმა რიგგარეშე სესიის მოწვევაზე უარი 20 ივნისს თქვა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment