2017 წლის 17 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში მოქმედმა მობილურმა ოპერატორებმა ჯამში 448,2 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს (დღგ-ს და აქციზის გარეშე). ამის შესახებ ინფორმაციას
Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.
არსებული მონაცემების მიხედვით, დეკემბერში მობილური ოპერატორების საცალო შემოსავლები 38,520,205.66 ლარი იყო.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, მობილური კომპანიების 12 თვის შემოსავლები შემდეგნაირია:
• მაგთიკომი - 206,8 მლნ ლარი
• ჯეოსელი - 165 მლნ ლარი
• ვიონი საქართველო (Beeline) – 74,6 მლნ ლარი
• სილქნეტი - მილიონ 39 ათასი ლარი
• ჯიმობაილი - 136 500 ათასი ლარი
დეკემბერში ყველაზე მეტი შემოსავალი მაგთიკომმა მიიღო - და17,820,197 ლარი. მეორე ადგილზეა ჯეოსელი 13,998,329 ლარით, ხოლო მესამეზე ბილაინი 6,618,117 ლარის შემოსავლით.
საქართველოში მობილურის 5 131 912 აბონენტია. აბონენტების რაოდენობა კომპანიების მიხედვით:
• მაგთიკომი: 1,981,171
• ჯეოსელი: 1,783,236
• ბილაინი: 1,349,189
• სილქნეტი: 17,240
• ჯიმობაილი: 1,076
imedinews.ge