Friday, January 26, 2018

შეიარაღებულ ძალებში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 
სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო, – ამის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო
დადგელინების თანახმად, მოქალაქეებს 26 იანვრიდან 30 ივნისამდე გაიწვევენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 1700-ით განსაზღვრა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ - 1379-ით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ - 870-ით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 410-ით.
18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment