Wednesday, January 24, 2018

საქართველოში გიდების გადამზადება იწყება

გიდების გადამზადებაზე საქართველომ საფრანგეთთან ხელშეკრულება გააფორმა. თანამშრომლობის საკითხზე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს უფრო დეტალურად ისაუბრა.
"საფრანგეთთან ხელი მოეწერა სათავგადასავლო სკოლის ნაწილში დახმარების ხელშეკრულებას, რომელიც ეხება მთის მიმართულებით არამხოლოდ ზამთრის სპორტის სახეობებს, არამედ გიდების მომზადებას, მარშუტების მომზადებას. ჩვენ მთელი ჩვენი სამთო რეგიონები შეგვიძლია ჩავრთოთ ამ პროცესში და ეს არ იქნება მხოლოდ შეძლებული ადამიანებისთვის და ტურისტებისთვის განკუთვნილი მიმართულება, არამედ აქ შეიძლება მთელი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩაერთოს და მიიღოს კონკრეტული სარგებელო.
გადამზადება გიდებად, ეს იქნება ახალი შესაძლებლობები მთაში მაცხოვრებელთათვის დამატებითი შემოსავალო მიიღონ და ჩვენი ქვეყნისთვის რომელსაც 65 პროცენტზე მეტი აქვს მთიანი მასივი და ეს არის უდიდესი სიმდიდრე ამ სიმდიდრის რეალიზაცია უნდა დავიწყოთ ჩვენ და დარწმუნებული ვარ ეს პროცესი იქნება ძალიან სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის, განსაკუთრებით მთიან რეგიონში, მაგრამ არამხოლო რა თქმა უნდა", - განაცხადა პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment