Monday, January 29, 2018

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მთავარი სპეციალისტი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მთავარი სპეციალისტი ქრთამის აღების ბრალდებით  დააკავეს. 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ სატენდერო კომისიის აპარატის წევრი იყო, ერთ-ერთ მეწარმეს სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების ხელშეწყობის მიზნით, ქრთამის სახით ჯამში 2 500 ლარი მოსთხოვა. აქედან 1 000 ლარი ბრალდებულმა მეწარმეს წინასწარ გამოართვა. 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment