Monday, January 29, 2018

ბრიტანელი ბებია, რომელსაც 150-ზე მეტი შვილიშვილი ჰყავდა, გარდაიცვალა


რეკორდსმენი ბებია, რომელსაც 150-ზე მეტი შვილიშვილი, შვილთა შვილი და შვილთა შვილთა შვილი ჰყავდა, 98 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
მარგარეტ ჰოვარტი საავადმყოფოში მისი ახლობლების გარემოცვაში გარდაიცვალა. როგორც გამოცემა წერს, ის საფეხბურთო კლუბ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი იყო და მის ოთახში კლუბის ატრიბუტიკა იყო გამოფენილი. ის ხშირად მონაწილეობდა საყოველთაო თამაშებში, მათ შორის დართსის ტურნირებში. 
ის იყო 12 შვილის დედა, 45 შვილიშვილის, 84 შვილთა შვილის და 25 შვილთა შვილთა შვილის ბებია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment