Sunday, January 28, 2018

ფოთში მონადირეები აქციას მართავენ

აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვენ. მათი თქმით, კოლხეთის ეროვნულ პარკში გადაადგილებისას გარკვეული შეზღუდვები აქვთ და პალიასტომის ტბის გავლით, იარაღის თუნდაც დაშლილ მდგომარეობაში გადატანა და იმ ადგილებამდე მიტანა, სადაც ნადირობა ნებადართულია, ეკრძალებათ. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
„არსებული კანონმდებლობა გვავალდებულებს გავხდეთ კანონდამრღვევები. ადრეც იყო ეს კანონი, თუმცა ასე უმოწყალოდ არ ხდებოდა აღსრულება. სპეცოპერაციის სტილში ხდება მონადირეების დაკავება, რასაც ვაპროტესტებთ”, - ამბობს ასოციაცია „ფოთი და პალიასტომი ჩვენთვის ” თავმჯდომარე გიორგი ხომერიკი.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. აქციის მონაწილეები კოლხეთის ეროვნულ პარკთან გადაადგილებას გეგმავენ.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment