Friday, January 26, 2018

ნიკი ჰეილი ტრამპთან სასიყვარულო ურთიერთობას უარყოფს


გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ უარყო გავრცელებული ხმები მისი და პრეზიდენტ ტრამპის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. ჟურნალ Politico-სთან საუბარში მან ამ ინფორმაციას აბსურდი უწოდა. 
დონალდ ტრამპის და ნიკი ჰეილის ურთიერთობის შესახებ ხმები სკანდალური წიგნის “ცეცხლი და მძვინვარება: ტრამპის თეთრ სახლში” გამოცემის შემდეგ გაჩნდა.
„მე საკუთარი გამოცდილებიდან შევამჩნიე, რომ თუკი ადამიანის ძლიერი მხარე მისი გონებაა, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამას ეჭვის ქვეშ დააყენებენ და შეეცდებიან ტყუილი ინფორმაცია გაავრცელონ,“- განაცხადა ჰეილიმ. 
სენსაციური წიგნი „ცეცხლი და მრისხანება: ტრამპის თეთრ სახლში", 5 იანვარს გამოვიდა და ის Amazon-ის ბესტსელერების სიაში პირველ ადგილს იკავებს.
წიგნში დონალდ ტრამპის ცხოვრების შესახებ არის მოთხრობილი. კერძოდ კი, მასში ასახულია პრეზიდენტის დამოკიდებულება ოჯახის წევრებისა და თანამშრომლებისადმი. პრეზიდენტის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ სასამართლოს ცილისწამების ბრალდებით მიმართონ. 
\imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment