Sunday, January 28, 2018

უკრაინაში უზენაესი სასამართლო პოროშენკოს წინააღმდეგ სააკაშვილის სარჩელს განიხილავს

ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპროტესტებს. უკრაინის უზენაეს სასამართლოში პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სარჩელს დღეს განიხილავენ.
"ორშაბათს დანიშნულია სასამართლო პოროშენკოს წინააღმდეგ ჩემთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პოროშენკო არ აპირებს სასამართლოში მისვლას და საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღებას“, - დაწერა Facebook-ის გვერდზე მიხეილ სააკაშვილმა.
"სასამართლო აიძულეს განიხილოს ეს რეზონანსული საქმე დაჩქარებულ რეჟიმში. მას შემდეგ, რაც პოროშენკომ წამართვა მსოფლიოში, ახლა კი ქვეყანაში გადაადგილების საშუალება, მას მხოლოდ ის რჩება, რომ მოქალაქეობის დაბრუნებაზე უარი თქვას და სადმე გამაგზავნოს“, - დაწერა სააკაშვილმა.
სასამართლოში სხდომა 29 იანვარს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დაიწყება.
სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიიღო. 2017 წლის 26 ივლისს კი პეტრო პოროშენკომ მას მოქალაქეობა შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს შეუჩერა
სააკაშვილმა, უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს გადაკვეთა. მან პოლონეთი-უკრაინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ შეგინთან ძალით გაარღვია კორდონი, რის გამოც მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა 11 იანვრამდე გადაიდო.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment