Tuesday, January 23, 2018

დღეს ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში დღეს ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება. წელს ეს პირველი შეხვედრაა. ქართული მხარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავებას კვლავ გააპროტესტებს, ასევე განიხილავენ ოკუპირებულ ახალგორში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხსაც.
წინა შეხვედრიდან დღემდე მოქალაქეთა უკანონო დაკავების 8 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა დაკავებული უკვე თავისუფალია. რაც შეეხება ნაგავსაყრელის ცხინვალიდან ოკუპირებულ ერედვში გადატანას, დღეს ამ საკითხის განხილვა არ იგეგმება
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment