Wednesday, January 24, 2018

მარგველაშვილმა 2017 წელს 831 მსჯავრდებული შეიწყალა

შეწყალების კომისიის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს 831 მსჯავრდებული შეიწყალა. თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი კი შეუმცირდა 291 მსჯავრდებულს, აქედან, 9 ქალსა და 4 არასრულწლოვანს.1 მსჯავრდებული პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლდა.
2013 წლის 20 ნოემბრიდან დღემდე ჩატარებულია შეწყალების საკითხთა კომისიის 12 სხდომა, ხოლო 2017 წელს შეწყალების საკითხთა კომისიის 5 სხდომა გაიმართა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment