Saturday, January 27, 2018

რა ინსტრუმენტები აქვთ სპეცსამსახურებს იმისთვის, რომ ადამიანი ხმით ამოიცნონ

2000-იანი წლებიდან აშშ-ის უსაფრთხოების ნაციონალური სააგენტო (CIA) აქტიურად იყენებს თვალთვალისთვის მეტყველების ამომცნობ სისტემას და შეუძლია მაღალი სიზუსტით ადამიანის ვინაობის დადგენა იმ შემთხვევაშიც, თუ მხოლოდ მისი ხმის ჩანაწერი აქვს. ამის შესახებ The Intercept-ი წერს - გამოცემა, რომელიც CIA-ს თვალთვალის სისტემებზე რამდენიმე გამოძიების ავტორის, გლენ გრინვალდის დაფუძნებულია.

ხმა - ადამიანის იდენტიფიცირების ყველაზე უტყუარი საშუალებაა. მისი გაყალბება რთულია; განსხვავებით დეენემის და თითის ანაბეჭდებისაგან ხმის ნიმუშის შეუმჩნევლად მიღება იოლია; ხმის შეცვლა არ არის მარტივი, როგორც ეს გარეგნობის ან საპასპორტო მონაცემების შემთხვევაში შეიძლება; ნებისმიერ ადამიანთან ახლოს ყოველთვის არის მიკროფონი, თუნდაც მობილური ტელეფონის.

ზოგჯერ ხმით ადამიანის ამოსაცნობად, რამდენიმე სიტყვაც საკმარისია. რაც უფრო დიდია ხმის ნიმუშების ბაზა, მით უფრო სწრაფად და უტყუარად მუშაობს ამოცნობის სისტემა. ადამიანის ხმით იდენტიფიცირების სისტემების გარდა, სააგენტოში შექმნეს უკვე ეგრეთ წოდებული "ხმის Google", რომელიც ზეპირ მეტყველებას ტექსტად გარდაქმნის. ამ მონაცემთა ბაზით შესაძლებელია ძიების განხორციელება, ასევე მეტყველებაში კონკრეტულ საკვანძო სიტყვებზე მიყურადება.

CIA 1996 წლიდან აფინანსებს მეტყველების ამოცნობის ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ კვლევებს. პირველად ისინი მასშტაბურად ერაყში ომის დროს გამოიყენეს, სადამ ჰუსეინის ხმოვანი პროფილიც კი შეიქმნა; სისტემას იყენებდნენ ასევე ოსამა ბინ ლადენის თავშესაფრის ძიებისას და კიდევ ბევრ სხვა კონტრტერორისტულ ოპერაციაში.

ის თუ როგორ მუშაობს ინტერნეტში მომხმარებელთა მიმოწერის მონაცემთა ბაზის შეგროვების სისტემა, რომელიც CIA-მ შექმნა, ამის შესახებ 2013 წლიდან, ედუარდ სნოუდენის მიერ ჟურნალისტებისთვის გადაცემული მასალებიდან გახდა ცნობილი. ამ სისტემის წყალობით, ადამიანის შესახებ ბევრი რამის გაგება შეიძლება, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც არ საჯაროვდება, უშალოდ მიმოწერის წაკითხვაც შეიძლება. ამ სისტემის შესაქმნელად, CIA-მ ბრიტანულ სპეცსამსახურებთან ერთად მასშტაბური ქსელი შექმნა, რომელსაც მსხვილი ონლაინ-კომპანიების დახმარებით წვდომა აქვს ინტერნეტ-ტრაფიკზე.    

ამ პროცესში მათ ხელი მუწვდებოდათ ასევე აუდიოფაილებზე, მათ შორის სატელეფონო საუბრებზე. სულ ცოტა 2006 წლიდან ამ აუდიომონაცემების ავტომატურ სისტემებს შეეძლოთ იმის განსაზღვრა, თუ რა ენეაზე და დიალექტზე ლაპარაკობს ადამიანი, რა სქესისაა ის, ასევე ხმის ნიმუშის შედარება მონაცემთა ბაზაში არსებულ ხმასთან. უკვე 2010 წელს სისტემა ახერხებდა ლაპარაკის ამოცნობას 25 ენაზე. 2007 წელს, ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის აშშ-ში ვიზიტის დროს, ამერიკის სპეცსამსახურებმა დელეგაციის 143-ვე წევრის ხმათა ნიმუშები მიიღეს; სისტემა ნიშანს იძლეოდა, თუ ისინი პოტენციურად მნიშვნელოვან საკითხზე ლაპარაკობდნენ.

The Intercept-ი წერს, რომ 2010 წლისთვის CIA-მ ისწავლა იმის ამოცნობაც, თუ როდის ლაპარაკობენ ადამიანები ტელეფონზე კონსპირაციის მიზნით ფილტრების საშუალებით. სააგენტო ლაპარაკის ამოცნობის სისტემას იყენებს არამხოლოდ ტერორისტების მოსაძებნად უცხოეთში, არამედ სპეცსამსახურების რიგებში პოტენციური მოღალატეების გამოსავლენად.

ამერიკული კანონები სასამართლოს ნებართვის გარეშე ქვეყნის მოქალაქეებზე მონაცემების შეგროვებას კრძალავს, მაგრამ ინტერნეტში მიმოწერაზე მასობრივი თვალთვალის პირობებში ინფორმაცია გარდაუვლად ხვდება ბაზაში და ანალიზი უტარდება. გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია დაიწყო თუ არა CIA-მ ამერიკელების მეტყველების ნიმუშთა შეგროვება. მაგრამ თუ სპეცსამსახური დაამტკიცებს, რომ ამის უფლება კანონით აქვს, ის შეიძენს მძლავრ ინსტრუმენტს იმისთვის, რომ დააგინოს ნებისმიერი ადამიანის ვინაობა, რომელსაც ეს სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება არ უნდოდეს, მაგალითად, ჟურნალისტის ანონიმური წყაროს, თავად ჟურნალისტების, დამნაშავეების ან აქტივისტების და სხვების. 

სიტუაციას ართულებს სახლის ხმოვანი თანაშემწეების გავრცელება, როგორიცაა მაგალითად Amazon Echo. ასეთი ინსტრუმენტები მუდმივად აანალიზებენ ყველა საუბარს ბინაში თუ ამას მათ მეპატრონე მოსთხოვს. CIA-მ უკვე დაამტკიცა, რომ ხელი მიუწვდება უმსხვილესი კომპანიების ტრაფიკზე და შეუძლია ის თავისი სურვილისამებრ გაანალიზოს.

The Intercept-ი წერს, რომ მასალაზე მუშაობის დროს მათ აშშ-ის უსაფრთხოების ნაციონალურ სააგენტოს შეკითხვები გაუგზავნეს, რაზეც მათგან ასეთი პასუხი მიიღეს: "დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებული წესების თანახმად, CIA არც ადასტურებს და არც უარყოფს ინფორმაციის უტყუარობას სტატიაში მოყვანილი სახელმწიფო პროგრამების შესახებ".
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment