Friday, January 26, 2018

თბილისში, ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება


თბილისის მერია ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის რეაბილიტაციას გეგმავს. ტენდერი გამოცხადებულია და მისი ღირებულება მილიონ ნახევარ ლარზე მეტია. უკვე ჩატარებულია ხიდის მდგომარეობაზე კვლევა და გამოვლენილია არაერთი დეფექტი, მათ შორის მარჯვენა სანაპირო ბურჯის საყრდენი ნაწილების დასაშვებზე მეტად გადახრა.
რეაბილიტაცია თბილისის 2018 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. სამუშაობი კი, სატენდერო პროცედურების დასრულების შემდეგ 180 დღეში უნდა დასრულდეს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment