Saturday, January 27, 2018

სოფი ტერნერის მეჯვარე ქორწილში მეიზი უილიამსი იქნება

"სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავმა სოფი ტერნერმა, თავის კოლეგას მეიზი უილიამს, რომელიც ტელესერიალში არია სტარკს თამაშობს, ქორწილის დროს მეჯვარეობა სთხოვა. ამის შესახებ ტერნერმა RadioTimes-თან ინტერვიუს დროს თქვა. 
ჟურნალისტმა ტერნერს ჰკითხა, შეთავაზებდა თუ არა ის მეიზის მეჯვარეობას, რაზეც მსახიობმა უპასუხა, რომ მან უკვე სთხოვა. 
"სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავი, სოფი ტერნერი და მომღერალი ჯო ჯონასი გასული წლის ოქტომბერში დაინიშნენ.  ამის შესახებ, სანსა სტარკის როლის შემსრულებელმა სოფი ტერნერმა Instagram-ზე დაწერა. მალევე იგივე ფოტო ჯო ჯონასმაც ატვირთა.
გარდა სანსა სტარკის როლის შემსრულებლისა, გავრცელდა ინფორმაცია სანსას ძმის, ჯონ სნოუს პერსონაჟის შემსრულებლის დანიშვნის შესახებაც. კიტ ჰარინგტონმა და როუზ ლესლიმ ერთმანეთი, "სამეფო კარის თამაშების" გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. სერიალის მსგავსად, მსახიობებს ერთმანეთი ცხოვრებაშიც შეუყვარდათ და რამდენიმე თვის წინ ერთად ცხოვრება დაიწყეს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment