Tuesday, January 23, 2018

კომპანია Lulu Group-ი საქართველოს ბაზარზე შემოსვლას განიხილავს

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და კომპანია Lulu Group-ის მმართველმა დირექტორმა, ედიიბ აჰამედმა პოტენციურ საინვესტიციო პროექტებსა და საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე ისაუბრეს.
Lulu Group-ი საქართველოში არსებულ შესაძლებლობებს შეისწავლის, რის შედეგადაც ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილებასმიიღებს
პრემიერმა კომპანიის მმართველმა დირექტორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ხელსაყრელი ბიზნესგარემოს, ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ, რომლებიც მიმართულია სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისკენ. 
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებზე, რომელიც ყოველწლიურად უმჯობესდება. 
მსხვილ საერთაშორისო კომპანია Lulu Group-ს, რომელიც, ძირითადად, ვაჭრობის სფეროთი არის დაინტერესებული, 40 ათასი თანამშრომელი ჰყავს. კომპანიის წლიური ბრუნვა 7 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment