Monday, January 29, 2018

თანამშრომლის გათავისუფლებისთვის იუსტიციის სამინისტროს 55 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა


იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სახლს, თანამშრომლის უკანონოდ გათავისუფლების გამო კომპენსაციის გადახდა დაეკისრათ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი, რომლის იურისტებიც, მომჩივანის ინტერესებს იცავდნენ.
კერძოდ, საქმე ეხება იუსტიციის სახლის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშნულ ქეთევან კობახიძეს, რომლის მიმართაც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მისი გათავისუფლება უკანონო იყო.
"მოქალაქე ქეთევან კობახიძემ 3-წლიანი დავა მოუგო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სსიპ იუსტიციის სახლს. მოპასუხეებს ქეთევან კობახიძის უკანონო გათავისუფლებისთვის დაევალათ კომპენსაციის სახით 55 000 ლარის ანაზღაურების გადახდა. ქეთევან კობახიძე 2013 წლის 14 იანვრიდან კონკურსის წესით დაინიშნა სსიპ იუსტიციის სახლის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ხოლო 2014 წლის 2 ივნისს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით ადმინისტრაციული გადაცდომის მოტივით გაათავისუფლეს თანამდებობიდან. თბილისის საქალაქო სასამართლომ ქეთევან კობახიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გააუქმა, რადგან მისი გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია“, - ნათქვამია განცხადებაში.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment