Monday, January 29, 2018

მეცნიერებმა შაქრის ახალი საფრთხე აღმოაჩინე

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სისხლში შაქრის მაღალი დონე ხელს უწყობს ჭკუასუსტობის (დემენცია) განვითარებას იმ ადამიანებშიც კი, რომლებსაც II ტიპის დიაბეტი არა აქვთ. ამის შესახებ Science Alert-ი წერს. 
სამეცნიერო სამუშაო ხანგრძლივი კვლევის English Longitudinal Study of Ageing-ის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც 2002 წელს დაიწყო.
მეცნიერები დაახლოები 10 წლის განმავლობაში 50 წელზე უფროსი ასაკის 5 189 ადამიანის ჯანმრთელობას აკვირდებოდნენ. ამასთან კვლევაში მონაწილეების ნახევარი ქალი იყო. 
სპეციალისტები აფასებდნენ მონაწილეების კოგნიტური შესაძლებლობების დონეს, აგრეთვე სისხლში HbA1c-ის (გლიკოზირებული ჰემოგლობინი) შემადგებლობას.
მართალია კვლევის ყველა მონაწილეს სიბერის გათვალისწინებით კოგნიტური შესაძლებლობები დაუქვეითდა, თუმცა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ HbA1c-ის მაღალი შემცველობა ხელს უწყობს ინტელექტის გაუარესებას. ეს კი მეხსიერების გაუარესებით გამოიხატებოდა.
მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ II ტიპის დიაბეტს შეუძლია ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი გაზარდოს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment